საქართველოს საგარეოს საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელს ბილიანა მილოშევიჩს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელის მოადგილე კეტრინ პატრონოფი.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი. ქართული მხარის მიერ ხაზი გაესვა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობის მნიშვნელობას, რომელსაც ორგანიზაცია მრავალი მიმართულებით ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
"საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ამ კონტექსტში საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.
შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ კონსულტაციები განხილულ საკითხებთან და ორმხრივი ინტერესის მქონე სხვა პრობლემებთან დაკავშირებით. მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ბილიანა მილოშევიჩს ორგანიზაციის აქტიური საქმიანობისთვის საქართველოში", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.