2016 წლის იანვარ-სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით
19-10-2016, 07:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9104 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1512 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (8 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 7592 მლნ. აშშ დოლარს (34 პროცენტით მეტი).

 

 

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) ავრცელებს.

 

 

განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 5194 მლნ. აშშ დოლარს (3 პროცენტით ნაკლები).

 

 

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-სექტემბერში 6080 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 67 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1195 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

 

 

2016 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2554 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 10 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 389 მლნ. აშშ დოლარი იყო (17 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 2165 მლნ. აშშ დოლარი (17 პროცენტით მეტი).

 

 

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 28 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 26 პროცენტი და იმპორტში 29 პროცენტი (2015 წლის იანვარ- სექტემბერში შესაბამისად 32, 29 და 33 პროცენტი).

 

 

ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 29 პროცენტი (2015 წლის იანვარ-სექტემბერში 34 პროცენტი).

 

 

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-სექტემბერში 1865 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2015 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 8 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 495 მლნ. აშშ დოლარი (22 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1371 მლნ. აშშ დოლარი იყო (2 პროცენტით ნაკლები).

 

 

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 20 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 33 პროცენტი და იმპორტში 18 პროცენტი (2015 წლის იანვარ- სექტემბერში შესაბამისად 28, 38 და 25 პროცენტი).

 

 

2016 წლის იანვარ-სექტემბერში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 14 პროცენტი (2015 წლის იანვარ-სექტემბერში 19 პროცენტი).

 

 

2016 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია კანადა (1829 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (1140 მლნ. აშშ დოლარი), ირლანდია (621 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (612 მლნ. აშშ დოლარი).

 

 

2016 წლის იანვარ-სექტემბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 243 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 16 პროცენტი შეადგინა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 121 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 8 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე ფეროშენადნობების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 120 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.

 

 

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-სექტემბერში კვლავ სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 2591 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 34 პროცენტი შეადგინა. აქედან, C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი 2398 მლნ. აშშ დოლარია. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 412 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 5 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 338 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4 პროცენტი).

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი