დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მართალია ჯერ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მოუპოვებია, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობის აჩრდილი უკვე აშკარად დადის საქართველოში.
ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბურჯანაძის თქმით, გუშინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკუთარი გადაწყვეტილებით შეცვალა ორგანული კანონის - საარჩევნო კოდექსის რეგულაცია, რაც სრული აბსურდია.
„ეს ძალიან ნათლად ჩანს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გუშინდელ გადაწყვეტილებაში, როდესაც ჩვენ პრაქტიკულად უპრეცენდენტო რამის მომსწრენი გავხდით. ყოველ შემთხვევაში, სამართლებრივ დონეზე საქართველოში, მე რამდენადაც ვიცი ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა. გუშინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკუთარი გადაწყვეტილებით შეცვალა ორგანული კანონის - საარჩევნო კოდექსის რეგულაცია, რაც სრული აბსურდია. რადგან აბსოლუტურად შეუძლებელია ნებისმიერმა უწყებამ კანონქვემდებარე აქტით შეცვალოს კანონი, მით უმეტეს, როდესაც ლაპარაკია ორგანულ კანონზე. საარჩევნო კოდექსით ყველა პარტიას, მით უმეტეს კვალიფიციურ პარტიებს, გვქონდა შესაძლებლობა, რომ ჩვენი წარმომადგენლები ყოფილიყვნენ საარჩევნო უბნებზე, როგორც პირველი ტურის, ასევე მეორე ტურის დროს. ეს დაფიქსირებული იყო 2014 წლის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებაშიც, სადაც ძალიან ნათლად ეწერა, რომ პირველი ტურისათვის დანიშნული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების უფლებამოსილების ვადა გრძელდებოდა არჩევნების დასრულების დღემდე, მათ შორის მეორე ტურების ჩათვლით“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლებიც ბურჯანაძის თქმით, ერთმნიშვნელოვნად შეთანხმებულები არიან, გადანაწილებული აქვთ თუ რამდენი დეპუტატი უნდა დათმოს „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას პრობლემა არ შეექმნას.
„მას არ სჭირდება ზედმეტი თვალი და ზედმეტი თავის ტკივილი მეორე ტურის დროს. შესაბამისად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო 2016 წლის დადგენილება, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, ჩვენ აგვეკრძალა წარმომადგენლების დანიშვნა არჩევნებზე, შესაბამისად ჩვენი წარმომადგენლები ვერ დააკვირდებიან საარჩევნო პროცესს. ძალიან საინტერესოა ის, რომ ამაზე, მაშინ როდესაც ყველა გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, ნაციონალურ მოძრაობას ხმა არ ამოუღია და სიამოვნებით დათანხმდა ოცნების კომისიის წევრებთან და წარმომადგენლებთან არჩევნების მეორე ტურში ერთი ერთზე დარჩენას“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მან ასევე მიმართა იმ ადამიანებს, ვისაც „გვემები აწუხებს“ იმასთან დაკავშირებით რომ „დემოკრატიული მოძრაობა“ ბედავს „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებულ შეთანხმებაზე საუბარს.
„თუ ცოტა ტვინს გაანძრევთ ძალიან ნათლად დაინახავთ, თუ რას ნიშნავს ეს აბსოლუტურად უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ ვიმეორებ, ცვლის კანონქვემდებარე აქტით ორგანულ კანონს, არღვევს ჩვენს უფლებებს და ტოვებს ნაციონალურ მოძრაობას ერთი ერთზე პირისპირ ქართული ოცნების წარმომადგენლების და კომისიის წევრების იმედად. როგორც ჩანს, არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება ნეიტრალური თვალი, რომელიც ამ არჩევნებში არ იღებს მონაწილეობას, მაგრამ უნდა დააკვირდეს არჩევნების პროცესს. ბატონებო, ეტყობა არ იცით და ამიტომ შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ისევე, როგორც ოლქები, უმრავლესობით და ეს უმრავლესობა „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივია, ასე რომ რაც არ უნდა მოინდომოს ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ვერავის ვერ გადააბრალებს, იმ უარებს, რომლებიც ჩვენ მივიღეთ უბნების გახსნასთან დაკავშირებით, ახლა მეორე“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.