აშშ-ს ელჩს სამხრეთ კორეაში, მარკ ლიპერტს სეულში თავს ერთი პირი დაესხა. BBC -ს ცნობით, ამერიკელ დიპლომატს თავდამსხმელმა ცივი იარაღით მაშინ მიაყენა ჭრილობები, როდესაც იგი ხელოვნების ცენტრში საუზმობდა.
თვითმხილველების ცნობით, თავდამსხმელი დაახლოებით 55 წლის მამაკაცია, რომელიც წარსულში კორეელი ნაციონალისტი იყო და რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის გაერთიანებას ითხოვს.
თავდამსხმელი მალევე დააკავეს, თავად დაშავებული ელჩი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 42 წლის ამერიკელი დიპლომატის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ელჩს სწრაფად გამოჯანმრთელება და ყოველივე საუკეთესო უსურვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.