საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე „საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, რეგლამენტი ეფუძნება და ითვალისწინებს სალაშქრო ტურიზმის სფეროში მოწინავე ქვეყნების - შვეიცარიის, საფრანგეთისა და პოლონეთის გამოცდილებასა და სტანდარტებს.
უწყების ინფორმაციით, რეგლამენტი ასევე შეესაბამება ევროპის სალაშქრო ფედერაციის მიერ დადგენილ, საფეხმავლო ბილიკების მონიშვნის ზოგად საფუძვლებს.
„საქართველოსადმი სულ უფრო მზარდი ტურისტული ინტერესის გამო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის საფეხმავლო მარშრუტების დაპროექტება და მონიშვნა მოხდეს გეგმაზომიერად, საერთაშორისო გამოცდილებისა და სტანდარტების გათვალისწინებით, რათა განვითარდეს ლაშქრობის კულტურა და შეიქმნას საფეხმავლო მარშრუტების ერთიანი ქსელი“,-ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.