ხობის „კოლხეთის“ სათადარიგო მოედანზე „მოყვარულთა თასი 2016“-ის ფინალური შეხვედრა გაიმართა. ტურნირი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა და მასში 12 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირის გამარჯვებული „კოლხეთი“ გახდა, რომელიც „მოყვარულთა თასი 2016“-ის რეგიონალურ ეტაპზე იასპარეზებს.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, საფეხბურთო პირველობა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.
მათივე ინფორმაციით, ფინალურ ეტაპზე გასული 4 საუკეთესო გუნდისგან ჩამოყალიბდება საქართველოს ეროვნული სამოყვარულო ნაკრები, რომელიც უეფას რეგიონთა თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.
ფინალურ შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.