შალვა ნათელაშვილი: თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შევა პარლამენტში, მაქსიმუმ გაზაფხულზე ჩვენ მივიღებთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს
19-10-2016, 10:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას მეორე ტურებისა და პარლამენტში შესვლაზე ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ ამ გზით ოპოზიციას შეუძლია ახალი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიაღებინოს ხელისუფლებას.

 

 

ამის შესახებ ნათელაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

 

 

„როგორც კი გაყალბებით, მოსყიდვით, ძალადობით და რეპრესიებით პარლამენტში გასული „ოცნება“ დარჩება მარტო თავის პულტებთან, მას არ ექნება არანაირი ლეგიტიმურობა მსოფლიოს თვალში და იძულებული იქნება თავიდან ჩაატაროს არჩევნები. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შევა პარლამენტში, ამ პარლამენტს უწერია მოკლე დღე და მაქსიმუმ გაზაფხულზე ჩვენ მივიღებთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს“, - განაცხადა მან.

 

 

შალვა ნათელაშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მან „ლეიბორისტულ პარტიას“ „ხმა წარსულიდან“ უწოდა.

 

 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის თქმით, სჯობს იყო ხმა წარსულიდან - ზნეობრივი და ეროვნული, ვიდრე იყო „ივანიშვილის საინფორმაციო ღრუ და  მევალე“.

 

 

„ჩვენი ლანდი არ ასვენებთ და მთავრობის სხდომებსაც ჩვენ გვიძღვნიან. სჯობს იყო ხმა წარსულიდან - ზნეობრივი და ეროვნული, ვიდრე იყო ხმა დღევანდელობიდან, მაგრამ იყო ივანიშვილის საინფორმაციო ღრუ და ივანიშვილის მევალე“, -აღნიშნა მან.

 

 

 

 

კომენტარები: 1
#1   diana
      
რა ეშველება ამ უდღეურს :D
19 ოქტომბერი 2016 19:19
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი