ირაკლი აბესაძე: არაჯანსაღია ვითარება, როდესაც "ქართულ ოცნებაში" ხელების ფშვნეტით საუბრობენ, როგორ შეიცვლება პრეზიდენტის არჩევის წესი და როგორ დანიშნავს მას ბიძინა ივანიშვილი
19-10-2016, 10:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი აბესაძე "ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაძლო მოპოვებაზე საუბრობს.

 

 

როგორც "რუსთავი 2"-ის ეთერში, აბესაძემ განაცხადა, შექმნილი ვითარება "არაჯანსაღია".

 

 

"არაჯანსაღია "ქართული ოცნების" მისწრაფება, მიიტაცოს საზოგადოების ის ნდობა, რომელიც მას არჩევნების შედეგებით არ მიუღია.... არაჯანსაღია ვითარება, როდესაც "ქართულ ოცნებაში" ხელების ფშვნეტით საუბრობენ, როგორ შეიცვლება პრეზიდენტის არჩევის წესი და როგორ დანიშნავს მას ბიძინა ივანიშვილი, ვინაიდან საპარლამენტო უმრავლესობას "ქართული ოცნებისას" ნამდვილად არაფერს შეეკითხება ბიძინა ივანიშვილი. როგორც ეს გასული ოთხი წლის განმავლობაში ხდებოდა, თუნდაც მინისტრების კანდიდატურების შერჩევისას და კარგად ხედავთ, თუ ვინ არინ დღეს მინისტრები. ეს არის ყველა ის ადამიანი, რომელიც თავის დროზე მუშაობდა დაქირავებულად ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში, რომლებიც ზრუნავდნენ ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებაზე, ბიძინა ივანიშვილის პირად კეთილდღეობაზე და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. და ასეც აგრძელებენ. ამიტომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მათი მუშაობა არ ემჩნევა, სამაგიეროდ ემჩნევა ბიძინა ივანიშვილს", - განაცხადა აბესაძემ.

 

 

იგი ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას და აღნიშნა, რომ "ეს არც მაშინ იყო კარგი".

 

 

"არ გაგვიწია კარგი სამსახური აბსოლუტური ძალაუფლების ხელმოყრამ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის გამოიყენა, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრებაზე ამას დადებითი ზეგავლენა ჰქონოდა, თუმცა, ეს მაშინაც არ იყო კარგი,“- განაცხადა აბესაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი