საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა სენატს უკრაინის თავდაცვითი იარაღით მომარაგებისკენ მოუწოდა. სააკაშვილის თქმით, უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე ამერიკის პოლიტიკური კლასი ასე თუ ისე ჩამოყალიბებულია, საბოლოო სიტყვა პრეზიდენტს ეკუთვნის.
"ამერიკის ხმის" ქართული სამსახურის ინფორმაციით, შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტში სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა შეერთებულ შტატებს უკრაინის მხარდაჭერისკენ, მათ შორის, თავდაცვითი და ეკონომიკური დახმარებისკენ მოუწოდა.
"შეიძლება უჩვეულო იყოს, როცა ერთი ქვეყნის პრეზიდენტი ამერიკის სენატის წინაშე სხვა ქვეყნის ინტერესებს იცავს, მაგრამ უკრაინა და საქართველო ახლა იმ ფრონტის წინა ხაზზე არიან, რომელიც, შესაძლოა, აქედან შორს ჩანდეს, თუმცა რუსეთის აგრესიასა და ამერიკას შორის ახლა სწორედ უკრაინა დგას," განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საერთაშორისო მხარდაჭერაზე საუბრისას სააკაშვილმა თქვა, რომ ეს პროცესი შეერთებულმა შტატებმა უნდა წარმართოს. მისი თქმით, ამერიკის ეკონომიკური მხარდაჭერა უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაგრამ დრო არ იცდის.
"უკრაინას რეფორმა სჭირდება. მე დღეს ყურადღება უკრაინის შეიარაღებაზე გავამახვილე, იმიტომ რომ ამის გარეშე არ იქნება ქვეყანა," განაცხადა სააკაშვილმა. "ამერიკის ხმის" კითხვაზე ელოდება თუ არა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას ლეტალურ იარაღს მიაწვდის, სააკაშვილმა თქვა, რომ ამ თემაზე ვაშინგტონში მზაობა არსებობს.
"ინტერესი ამ თემაზე გაიზარდა, წინა კვირაში მე მქონდა შეხვედრა ამერიკის სენატის და კონგრესის რამდენიმე ათეულ წევრთან. ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკის პოლიტიკურ კლასში არის ცხოველი ინტერესი ამ თემის მიმართ და არის ჩამოყალიბებული აზრი, რომ საკითხი უნდა გადაწყდეს. ჩემი აზრით, უახლოეს კვირებში უნდა იქნას მიღებული ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება. უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდება მხოლოდ სამხედრო გადაწყვეტილება არ არის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ვფიქრობ, პოლიტიკური კლასი ამერიკაში ასე თუ ისე არის ჩამოყალიბებული, საბოლოო სიტყვა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს ეკუთვნის, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტიც უყურებს საზოგადოების და პოლიტიკური კლასის განწყობას," განაცხადა სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.