რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას გეგმავს.
როგორც აბაშიძემ "რუსთავი 2"-ს განუცხადა, სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმებაზე საუბარი არ არის, მხოლოდ გამარტივების კუთხით მიმდინარეობს მუშაობა.
„სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით მათგან მოვისმინეთ ასეთი ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რათა მოხდეს სავიზო რეჟიმის შემდგომი გამარტივება. სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი არ არის, მაგრამ თუ გამარტივდება, იქნება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა აბაშიძემ.
ზურაბ აბაშიძე პრაღაში იმყოფება, სადაც ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.