საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ქალაქ კრაკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის თავდაცვის მინისტრს, ანტონი მაჩიერევიჩს შეხვდა.
ორმხრივ შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს პოლონეთსა და საქართველოს მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე განიხილეს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა.
პოლონეთმა მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელებაში, ყველა იმ პრაქტიკული და ქმედითი მექანიზმების რეალიზაციაში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და ალიანსთან თავსებადობის გაძლიერებას.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი მიესალმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორთა ჯგუფის კონფერენციაში, სადაც სიტყვით გამოვიდნენ ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სამუშაო პანელზე.
მიხეილ ჯანელიძე კონფერენციაზე ევროპარლანეტის ვიცე პრეზიდენტის მიწვევით საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.