საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხელ ჯანელიძემ ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორთა ჯგუფის (ECR) ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა ჯგუფის პრეზიდენტთან, ევროპარლამენტის წევრთან საიდ კამალთან.
ECR-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს კონფერენციაში მონაწილეობისთვის და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროპარლამენტში მათი პოლიტიკური ჯგუფის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოსადმი.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ECR-ის პოლიტიკურ ჯგუფთან შემდგომი თანამშრომლობის საკითხებს.
მინისტრმა ევროპარლამენტარს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმების, ასევე ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების შესახებ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღინიშნა კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის ჩართულობისა და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაგეგმილი რეფორმების განხორციელების პროცესში, რაც მიზნად ისახავს საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებას ევროკავშირის ინსტიტუტებთან და ევროპულ სტანდარტებთან.
დადებითად შეფასდა ევროპარლამენტის კომიტეტების მიერ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება, ECR-ის პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს პროცესის წარმატებით დასრულებაში შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვა.
ევროპარლამენტარ საიდ კამალთან შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. ევროპარლამენტარმა გამოთქვა მზაობა, ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას. აღინიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მნიშვნელოვანი მოკავშირე მრავალი მიმართულებით, ბრექსიტის მოვლენების შემდგომ კი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ორმხრივი კავშირების განვითარება, განსაკუთრებით კი დიდი პოტენციალი არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით.
საქართველოს სააგრეო საქმეთა მინისტრმა ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.