ევროპარლამენტარ რიჩარდ ლეგუჩკოს შეფასებით, საქართველოს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ევროპის უსაფრთხოების სისტემის შექმნაში
20-10-2016, 02:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქალაქ კრაკოვში ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის (ECR) მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ECR-ის ჯგუფში პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ევროპარლამენტარ რიჩარდ ლეგუჩკოსთან.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს პოლონეთისა და საქართველოს ისტორიული მეგობრობა.

 

 

ევროპარლამენტარის განცხადებით, მისი პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია და კმაყოფილებით აკვირდება საქართველოს განვითარებას.

 

 

რიჩარდ ლეგუჩკომ ასევე დადებითად შეაფასა საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და აღნიშნა, რომ ეს იყო მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის სტაბილურობისა და დემოკრატიისკენ.

 

 

ECR-ის პოლიტიკური ჯგუფის პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ECR-ის კონფერენციაში მონაწილეობისათვის და ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროპის უსაფრთხოებაში.

 

 

მისი განცხადებით, შესამჩნევია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და შთამბეჭდავია, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ეკონომიკურად თავისუფალი ქვეყნების ხუთეულში.

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარს საქართველოს მხარდაჭერისთვის და თბილისში ვიზიტით მოიწვია.

 

 

მიხეილ ჯანელიძემ ქ.კრაკოვში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფის კონფერენციაში, რომელიც 2016 წლის 18-19 ოქტომბერს გაიმართა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი