ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ევროკავშირის მაღალი თანამდებობების პირთა მიერ გუშინ ბრიუსელში გაკეთებულ იმ განცხადებებს ეხმაურებიან, რომელიც რიგის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის საკითხებს ეხება. საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებაზე საუბარს ძალიან ნაადრევად მიიჩნევს.
„ევროკავშირის სამსახურები იწყებენ დიალოგს, კონსულტაციას ყველა შესაბამის პარტნიორთან. ეს პარტნიორები წარმოდგენილნი იქნებიან სამეზობლო პოლიტიკის წევრი ქვეყნებით. ეს პოლიტიკა პერიოდულად ექვემდებარება გადახალისებას, განვითარებას. სწორედ ამის შედეგი იყო, რომ რეგიონალური კლასტერები გამოიყო და საქართველო საუბრობს უფრო აქტიურ ჩართულობაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით. წლის ბოლოს იქნება საბოლოო დოკუმენტი, თვითონ რიგის სამიტიც გამოყენებული იქნება გარკვეულ შუალედურ პლატფორმად“, განაცხადა ბერუჩაშვილმა.
დავით ბაქრაძის თქმით კი, ჯერჯერობით იმის განცხადება, რომ აუცილებლად უვიზო რეჟიმი ამოქმედდება, ძალიან ნაადრევია. „მომზადებული შევხვდებით რიგის სამიტს, რათა პოლიტიკური გზავნილები იყოს მტკიცე და მხარდამჭრი იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც მიისწრაფიან ევროკავშირისკენ. ჯერჯერობით იმის განცხადება, რომ აუცილებლად ამოქმედდება უვიზო რეჟიმი, ძალიან ნაადრევია," განაცხადა ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.