რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრაღაში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგ შეხვედრასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გაავრცლა.
რუსული მხარე აღნიშნავს, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ორმხრივი ნორმალიზაციის შედეგები ოპტიმისტურია.
“2016 წლის სამი კვარტლის შედეგად ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის ზრდამ 17 % შეადგინა. რუსეთი კვლავ რჩება რიგით მეორე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად საქართველოსთვის და მისი ღვინის პროდუქციის რეალიზაციის მთავარ ბაზრად - მიმდინარე წელს რუსეთში ქართული ღვინის მიწოდება 36 %-ით გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ ნოემბერში თბილისში დაგეგმილი რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ეგიდით ხელს შუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გამყარებას. მხარეებმა აღნიშნეს რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო და საავტომობილო გადაზიდვების ზრდის გაგრძელება. მგზავრთა ნაკადის ორმხრივმა ბრუნვამ მიმდინარე წელს 400 ათასს ადამიანს გადააჭარბა. ამ ფონზე წარმატებით ვითარდება ორი ქვეყნის სატრანპოსრტო ხელისუფლებების პრაქტიკული ურთიერთობა”, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მუშაობა გაგრძელდება.
"რუსეთის მთავრობაში განიხილება ქართული ავიახაზების საჰაერო ხომალდების ეკიპაჟებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი. საქართველოში რუსეთის ვიზებზე მოთხოვნა სტაბილურად მაღალი რჩება. ამავე დროს, ეს ქვეყანა მიმდინარე წელს რუსეთიდან ტურისტების რეკორდულ რაოდენობას მიიღებს, 1 მილიონზე მეტ ადამიანს”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, პრაღაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, გააგრძელონ ორმხრივი ურთიერთობების ეტაპობრივი ნორმალიზების პრაგმატული კურსი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.