საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა საფარის მონასტერთან მისასვლელი განახლებული გზა მოინახულა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, რომ 7.2 კმ სიგრძის საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელზეც ასფალტის საფარი საერთოდ არ არსებობდა, დროზე 5 თვით ადრე დასრულდა. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით (3 349 000 ლარი), საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
"სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებამდე მონასტერთან გრუნტის გზა მიდიოდა. წვიმიან ამინდში გზა იმდენად ტალახდებოდა, რომ ძეგლთან მისვლა, როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით შეუძლებელი ხდებოდა.
პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო მონაკვეთზე დაიგო 2-ფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო ბეტონის პარაპეტები და ლითონის თვალამრიდები, ჩატარდა გზის მონიშვნის სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მონასტერთან მისვლა გაუმარტივდება, როგორც მრევლსა და სამონასტრო კომპლექსში მცხოვრებ ბერებს, ასევე, ტურისტებს", - აცხადებენ სამინისტროში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.