თურქეთის ელჩი ერდოღანის განცხადებას განმარტავს: ბათუმი საქართველოა, რიზე - თურქეთი და ასე იქნება სამომავლოდ
20-10-2016, 03:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს განცხადებით, საქართველოს მეზობლებს შორის თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ არის კითხვები საზღვრებთან დაკავშირებით.

 

 

ამის შესახებ ელჩმა, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებასთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა.

 

 

გუმრუქჩუ აცხადებს, რომ თურქეთი არა მხოლოდ აღიარებს, არამედ ძლიერად დაიცავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

 

 

მისივე თქმით, ბოლო 25 წლის განმავლობაში, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობა საუკეთესოა ყველა დონეზე და მიმართულებით.

 

 

„მადლობას გიხდით, რომ მაძლევთ შესაძლებლობას გავფანტო რაიმე სახის გაუგებრობა. პრეზიდენტის გამოსვლა ასახავს რეგიონის ხალხების ძალიან მჭიდრო ურთიერთობას, ხალხების რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობს. ეს არის ასევე ხაზგასმა სოციალური და კულტურული მსგავსების. დღეს ჩვენი მთავრობები ძალიან სწორ პოლიტიკას ატარებენ. ბოლო 25 წლის განმავლობაში თურქეთ-საქართველოს ურთიერთობა საუკეთესოა ყველა დონეზე და მიმართულებით. ჩვენ არა მხოლოდ ვაღიარებთ, არამედ ძლიერად ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს მეზობლებს შორის თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა სადაც არ არის კითხვები საზღვრებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ბათუმი საქართველოა და რიზე - თურქეთი და ასე იქნება სამომავლოდ. საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და ამ მიმართულებით კითხვები არ არსებობს“, - განაცხადა ელჩმა.

 

 

ელჩის ამ განცხადებას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

 

 

ქართულ მედიაში გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, რამდენიმე დღის წინ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიპ ერდოღანმა ქალაქ რიზეში თავისი სახელობის უნივერსიტეტში სასწავლო წლის გახსნაზე, ქვეყნის ტერიტორიულ შემადგენლობასა და მის საზღვრებზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ თრაკიის მოსახლეობამ უნდა ჩაატაროს რეფერენდუმი, სურთ თუ არა მათ თურქეთთან შეერთება. ერდოღანმა ყოფილი ოტომანთა იმპერიის შემადგენლობაში სხვადასხვა დროს შემავალ ტერიტორიებზეც ისაუბრა და მათ თურქეთის ეროვნულ ინტერესებში შემავალი ადგილები უწოდა. ქალაქებისა და რეგიონების ჩამონათვალში მოხვდა ბათუმიც.

 

 

„ტაბულას“ ინფორმაციით კი  ერდოღანის განცხადებას მედიაში არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა. აღნიშნული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას სირიასა და ერაყში განვითარებულ მოვლენებსა და თურქეთის მეგობარ ქვეყნებზე ისაუბრა. ერდოღანმა ახსენა ე.წ. ეროვნული აღქმის (Misak-ı Millî) საზღვრები და ამ საზღვრებში შემავალ ტერიტორიებზე საუბრისას ახსენა ბათუმიც.

 

 

„ხშირად გვეკითხებიან, რატომ ინტერესდებით ერაყით, სირიით, საქართველოთი, ყირიმით, ყარაბაღით, აზერბაიჯანით, ბალკანეთით და ჩრდილო აფრიკით?! არცერთი ეს ადგილი ჩვენთვის უცხო არაა, რიზეს და ბათუმის ერთმანეთისგან განცალკევება შესაძლებელია?! როგორ შეიძლება, ედირნესა და სალონიკზე ცალ-ცალკე ვიფიქროთ?! როგორ შეიძლება, ვიფიქროთ, რომ გაზიანთეფსა და ალეპოს, მარდინსა და ჰასაკას, სიირთსა და მოსულს ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ?! ჰათაიდან მაროკომდე სადაც არ უნდა წახვიდეთ, მთელს ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილო აფრიკის ქვეყნებში აუცილებლად ნახავთ რაიმეს ჩვენი დანატოვარიდან“, - თქვა ერდოღანმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი