სირიის ქალაქ ალეპოში დილიდან ე.წ. ჰუმანიტარული პაუზაა გამოცხადებული. რუსული მხარის ინფორმაციით, 11 საათის განმავლობაში რუსეთი და სირია ალეპოს არ დაბომბავენ.
რუსული მხარე აცხადებს, რომ ჰუმანიტარული პაუზის დროს ალეპოში მყოფი სამოქალაქო პირები და აჯანყებულები ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებას 8 ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით შეძლებენ.
აჯანყებულები აცხადებენ, რომ ალეპოს დატოვებას არ აპირებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.