ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს კომენტარი მისცა ევროკომისრის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინის განცხადებაზე „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის“ გადახედვასთან დაკავშირებით და საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებაზე ნატო-ში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის ამ ეტაპზე უარის თქმის თაობაზე.
„ევროკავშირთან დაკავშირებით და სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან მყარად ვდგავართ ფეხზე. ყველას შევახსენებ, ვინც ამ ამბავმა რაღაცნაირად შეაშფოთა, რომ საქართველოს ევროკავშირთან აკავშირებს იურიდიული დოკუმენტი - ამას ჰქვია „ასოცირების შეთანხმება“ და იმ შეთანხმებაში რაც წერია, ცხადია, შესრულდება საქართველოს მხრიდანაც და ევროპის მხრიდანაც. ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ეს არის სწორედ ის გზა, რაზეც ჩვენ შევუთანხმდით ევროკავშირს და რაც გაგრძელდება, რომლის შეცვლას და გადახედვას არავინ აპირებს.
რაც შეეხება ამ განცხადებას, რასაც აჟიოტაჟი მოჰყვა, შეგახსენებთ, რომ ამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამაში გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებმაც უკვე მოაწრეს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, არიან სხვა ქვეყნები, რომლებსაც ეს ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამთ. ამიტომ, ჩვენ ნუ დავიყვანთ ყველაფერს რასაც ევროპაში ამბობენ, რომ ეს ეხება საქართველოს და საქართველოზეა საუბარი. ჩვენ უნდა ვიყოთ მყარად. ჩვენ გვაქვს ეს დოკუმენტი, გვაქვს ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ. იგივეს ვიტყოდი ნატოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ნატოში გადაწყვეტილებებს იღებს არა ერთი ქვეყანა, არამედ ყველა წევრი ქვეყანა და წევრი ქვეყნები ერთმანეთს ანგარიშს უწევენ გადაწყვეტილებების მიღების დროს. ჩვენ ნატოსთან გვაკავშირებს ასევე ძალიან მყარი შეთანხმება, ის პაკეტი შეთანხმების, რომელიც მივიღეთ უელსის სამიტზე, რომელიც ჩვენ აცილებლად უნდა შევასრულოთ და წარვსდგეთ პირნათელი ჩვენს პარტნიორებთან 2016 წლის ნატოს სამიტისთვის. მანამდე ამ ტიპის მოსაზრებები, განცხადებები საქართველოში გაჟღერებული, თუ სხვა ქვეყნებში გაჟღერებული მივიღოთ როგორც მოსაზრებები, განცხადებები და პოზიციები, რომელიც ვერანაირ გავლენას თავად იმ პროცესზე ვერ მოახდენს, რომლის შინაარსი და არსი განსაზღვრულია ნატოსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმებებით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.