საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. სააკაშვილი აცხადებს, რომ მას წინასაარჩევნოდ არ უთქვამს, რომ საქართველოში პირველი ტურის დასრულებამდე ჩამოვიდოდა. მისი განმარტებით, არ ჩამოვიდოდა იმიტომ, რომ "ივანიშვილს მიეცემოდა საფუძველი დავედანაშაულებინე მე პირადად და ჩვენი მომხრეები სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირებაში".
"დილიდან თვალი გადავავლე ქართულ დებატებსა და დისკუსიებს. მართალი გითხრათ, რამდენიმე დღე მოწყვეტილი ვიყავი და ერთი რამ მინდა გითხრათ. მე არასდროს წინასაარჩევნო გამოსვლებში არ მითქვამს, რომ არჩევნების პირველი ტურის დასრულებამდე ჩამოვიდოდი საქართველოში. საქმე იმაშია, რომ პირველი ტურის დასრულებამდე თუ ჩამოვიდოდი, იგივე ის ხალხი, ვინც ამბობს თუ რატომ არ ჩამოვედი, გამომაცხადებდა სახიფათო პროვოკატორად და ივანიშვილს მიეცემოდა საფუძველი დავედანაშაულებინე მე პირადად და ჩვენი მომხრეები სამოქალაქო დაპისპირების ინსპირირებაში. ჩემი პოზიცია იყო ყოველთვის ძალიან ნათელი. ჩვენ ვაპირებდით პირველ ტურში გამარჯვებას და შემდეგ უკვე ვაპირებდი ჩამოსვლას მეორე ტურისთვის და ასევე არჩევნების დაცვაში მონაწილეობის მიღებას. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა", - ამბობს ოდესის გუბერნატორი, რომელიც თბილისში, "ვარდების მოედანზე" შეკრებილი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების წინაშე ოდესის ზღვისპირეთიდან პირდაპირი ჩართვისას, 5 ოქტომბერს აცხადებდა, რომ "სამი დღეა დარჩენილი ჩემთვის ამ ზღვის გადმოლახვამდე".
ვიდეომიმართვაში სააკაშვილი არჩევნების შედეგებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა "უპრეცედენტო მასშტაბის გაყალბებასა და მანიპუალაციებს".
"უპრეცედენტო მასშტაბის მანიპუალიციები და გაყალბება პირველი ტურის და რეაგირება ამაზე როგორ უნდა მოხდეს, ეს არის ადგილზე მყოფი ლიდერების და აქტივისტების გადასაწყვეტი იმიტომ, რომ ისინი უკეთესად ხედავენ.
ერთი რამე ჩემთვის დღესავით ნათელია - "ნაციონალურმა მოძრაობამ" მანიპულაციებისა და გაყალბებების გათვალისწინებით, მიიღო 600 000-ზე მეტი ხმა. ეს არის ძალიან ბევრი ამ რეპრესიების და ზეწოლის პირობებში. ხალხმა გაიგო, რომ ივანიშვილმა ჩაიდინა დიდი მანიპულაციები და გაყალბება - ეს პრაქტიკულად, ყველამ, საქართველოში, იცის.
ეს არის შეუქცევადი პროცესი რუსი ოლიგარქის მმართველობის დასუსტების, მიუხედავად იმისა, ვინ რას ფიქრობს და საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს ჩვენ გამარჯვებამდე. ახლა მნიშვნელოვანია ერთიანობა, მნიშვნელოვანია საბრძოლო განწყობა, მნიშვნელოვანია არ შეპუება ამ აფიორასთან და გაყალბებასთან, მანიპულაციებთან და ზეწოლასთან. ვიცი, რომ ეს რთულია, მაგრამ არშეპუება და საბოლოო ჯამში, ყველაფერი გამოგვივა", - აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც მისი "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.