ომბუდსმენი: სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში სამი შშმ პირი გარდაიცვალა, მათ შორის ორის გარდაცვალება საკვების მიწოდების პრობლემას უკავშირდება
20-10-2016, 04:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა სასტუმრო „რედისონში“ ანგარიშის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში“ პრეზენტაცია გამართა.

 

 

როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა, პრობლემები არის ბევრი მიმართულებით, რაც ეხება არადაპტირებულ ინფრასტრუქტურას, არასაკმარის პროფესიულ და დამხმარე კადრებს, ფსიქოლოგიური სერვისების ნაკლებობას, შშმ პირების იზოლაციას საზოგადოებისგან და ა.შ.

 

 

„მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების ინსტიტუციური მოწყობა, არადაპტირებული ინფრასტრუქტურა, პროფესიული და დამხმარე კადრების სიმწირე, ფსიქოსოციალური სერვისებისა და პროფესიული კადრების ნაკლებობა და დაბალი პროფესიონალიზმი, გარე სამყაროსთან და ოჯახებთან (მათ შორის შვილებთან) კონტაქტის სიმწირე, სოციალური პასიურობა და საზოგადოებისგან იზოლაცია, ასევე დაწესებულებების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ხარვეზები და სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებული გამოწვევები, შეუძლებელს ხდის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისის მიწოდებას, რაც ბენეფიციართა უფლებების უხეში დარღვევების, მათ შორის დისკრიმინაციული მოპყრობის მაპროვოცირებელი ხდება, ზოგჯერ კი იწვევს შშმ პირთა სიცოცხლის უფლებების უხეში დარღვევების, მათ შორის დისკრიმინაციული მოპყრობის მაპროვოცირებელი ხდება, ზოგჯერ კი იწვევს შშმ პირთა სიცოცხლის უფლების დარღვევას. ამასთან ბენეფიციართა უსაფრთხოებაზე, მათ ემოციურ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ასევე სერვისის მიმწოდებელთა მიერ ძალადობის სამართლებრივი რეგულაციებისა და სტანდარტების ცოდნის დონე უკიდურესად დაბალია. ბენეფიციარები არ არიან ინფორმირებული საკუთარი უფლებების შესახებ. დაწესებულებების ხელმძღვანელებს აღნიშნული საკითხების გათვალისწინება არ მიაჩნიათ ზრუნვის მნიშვნელოვან სტანდარტად. ასევე გამოვლინდა ძალადობის კონკრეტული ფაქტები, როგორც ბენეფიციარებს შორის, ასევე ადმინისტრაციასა და ბენეფიციარებს შორის“, - ომბუდსმენმა.

 

 

მისივე ცნობით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში სამი გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა.

 

 

„სამი გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა რამდენიმე თვის განმავლობაში ამ დაწესებულებებში. ორ შემთხვევაში გამოძიება კვლავ მიმდინარეობს და მიგვაჩნია, რომ გაჭიანურებულია საგამოძიებო პროცესი. ერთ შემთხვევაში გამოძიება დასრულდა. ეს გარდაცვალების ფაქტები გარკვეულ პრობლემებზე მიუთითებს, ამიტომაც მთელი რიგი რეკომენდაციები გვაქვს სახელმწიფო უწყებების მიმართ, რომ ამ მხრივ მდგომარეობა შეიცვალოს. ორ შემთხვევაში, არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება გამოიწვია საკვების მიწოდებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა“, - განაცხადა ნანუაშვილმა.

 

 

ანგარიშის  პრეზენტაციას სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

მონიტორინგი განხორციელდა სახალხო დამცველის აპარატისთვის მინიჭებული ორი მანდატის, პრევენციის ეროვნული მექანიზმის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ გაერო-ს კონვენციის აღსრულების მონიტორინგის მექანიზმის საქმიანობის ფარგლებში. მონიტორინგი ჩატარდა სახელმწიფოს ხუთ რეზიდენტულ დაწესებულებაში: თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში, სადაც იმ დროისთვის იმყოფებოდა 58 ბენეფიციარი, კოჯრის შშმ ბავშვთა სახლში - 28 ბენეფიციარი, ძევრის შშმ პირთა პანსიონატში - 64 ბენეფიციარი, დუშეთის შშმ პირთა პანსიონატი - 43 ბენეფიციარი და მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატი - 69 ბენეფიციარი.

 

 

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა აღნიშნულ დაწესებულებებში განთავსებული შშმ ბენეფიციარების უფლებათა დაცვის ხარისხი და გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვეციით, სხვა საერთაშორისო დოკუმენტებით და ეროვნულ კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან მისი შესაბამისობა შეამოწმეს. გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ შემუშავდა რეკომენდაციები სახელმწიფო უწყებების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებებისა და ბავშვთა სახლების ადმინისტრაციის მიმართ.

 

 

რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე სახელმწიფო ზრუნვის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის რეალიზება, ზრუნვის ადეკვატური ფორმებისა და პირობების შექმნა, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე ყველა სახის დისკრიმინაციის პრევენცია, დაწესებულებების პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, მაქსიმალური ძალისხმევის მიმართვა ბენეფიციართათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მომსახურების მიწოდებასა და აღნიშნულ პროცესში ყველანაირი რისკის მინიმუმამდე დაყვანისკენ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ოჯახებთან და შვილებთან კონტაქტის მიზნით მუშაობის გაძლიერება, საჭირო ღონისძიებების გატარების, დაწესებულებების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა და სხვა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი