თეა წულუკიანი პარიზში ფრანგ კოლეგას, ჟან ჟაკ ურვუას შეხვდა
20-10-2016, 05:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს პარიზში ფრანგ კოლეგა ჟან ჟაკ ურვუას შეხვდა. იუსტიციის მინისტრები პარიზში მიმდინარე ნოტარიატის 28-ე საერთაშორისო კონგრესზე იმყოფებოდნენ, რომელიც ფრანგმა მინისტრმა გახსნა.

 

 

იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა სამართლის სფეროში საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

 

 

"საუბარი შეეხო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებს სხვადასხვა მიმართულებით, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების ევროპეიზაციის და ევროპულ სამართლებრივ სისტემასთან დაახლოებისთვის გატარდა.

 


საქართველოსა და საფრანგეთის იუსტიციის მინისტრებმა ნოტარიატის საქმიანობის შესახებ და ამ კუთხით საქართველოსა და საფრანგეთში არსებულ გამოწვევებსა და პრაქტიკაზეც გაამახვილეს ყურადღება. სამოქალაქო დავებით სასამართლოების გადატვირთულობის თემა ორივე ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემაა, რის გამოც სანოტარო მედიაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. თეა წულუკიანმა ფრანგ კოლეგას იმ პრაქტიკის შესახებ უამბო, რომელიც ბოლო წლებში დაინერგა საქართველოში და ნოტარიუსის მეშვეობით შედარებით მარტივი დავების მედიაციის გზით მოგვარებას ითვალისწინებს. ჟან ჟაკ ურვუასი აღნიშნული თემით დაინტერესდა საქართველოს გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა. შეხვედრის დასასრულს, ქართული რეფორმების უკეთ გაცნობის მიზნით, თეა წულუკიანმა საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი საქართველოში მოიწვია", - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი