მასშტაბური საპროტესტო აქცია არგენტინის დედაქალაქში - ასი ათასობით ადამიანი, რომელთა უმრავლესობას ქალები შეადგენდნენ, ქუჩაში ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ გამოვიდა. აღნიშნულ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.
აქციის მიზეზი გასულ კვირას არგენტინის ქალაქ მარ-დელ-პლატაში 16 წლის გოგონას გაუპატიურება და მკვლელობა გახდა. ლუსია პერესი საავადმყოფოში ორმა მამაკაცმა მიიყვანა.
მათ ექიმებს განუცხადეს, რომ გოგონამ ნარკოტიკი გადაჭარბებული დოზით მიიღო. მედიკოსებმა კი სექსუალური ძალადობის კვალი აღმოაჩინეს. გოგონა საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. არგენტინის პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით ორი ადამიანი დააკავა.
პროკურატურამ დაადგინა, რომ ლუსია პერესს გაუპატიურებამდე აიძულეს ნარკოტიკები მიეღო.
ბუენოს-აირესის ქუჩებში გამოსული დემონსტრანტები დამნაშავეების დასჯასა და ქალების დასაცავად, საჭირო ზომების მიღებას ითხოვენ.
არგენტინის არასამთავრობო ორგანიზაციის “ადამიანის უფლებათა მუდმივის ასამბლეის” ცნობით, ქვეყანაში ყოველ 36 საათში ოჯახურ და სხვა სახის ძალადობას ერთი ქალი ეწირება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.