ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს თავად აწყობდა, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონოდა, რადგან რაც კი რამე მოუწესრიგებლობა იქნებოდა ქვეყანაში, ყველაფერი „ქართულ ოცნებას” დაჰბრალდებოდა.
ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ვიდრე ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ გაითავისებს, რა საფრთხის შემცველია ერთი პირისთვის მთელი ქვეყნის კონსტიტუციის, ნებისმიერი სტრიქონის ამოშლის და მისი ჩანაცვლების საფრთხე, ყველაფერი ცუდად იქნება.
„კარგად გვახსოვს, რომ ბატონო სააკაშვილი მოითხოვდა თავისი თანაპარტიელებისგან, რომ არ შესულიყვნენ პარლამენტში და არ მიეღოთ მონაწილეობა მეორე ტურში, ეს იმიტომ, რომ მას აწყობდა ასეთი კონსტიტუციის საკუთრებად გადაქცევა მეოცნებეთათვის და შემდგომ, გარედან, 24-საათიან რეჟიმში მათი დატუქსვა, უარყოფითი გარემოს შექმნა და რასაკვირველია, რაც კი რამე მოუწესრიგებლობა იქნებოდა ქვეყანაში, ყველაფერი „ქართულ ოცნებას” დაჰბრალდებოდა. ასე არ მოხდა, რადგან რადიკალებს გამოეყვნენ რეალისტები „ნაციონალურ მოძრაობაში., მაგრამ მეორე მომენტია, ამ საფრთხეს თავად ვერ გრძნობს გამარჯვებული პარტია, შეიძლება ისინი კი ხვდებიან, მაგრამ ვიდრე ამას არ გაითავისებს ბატონი ბიძინა, რა საფრთხის შემცველია ერთი პირისთვის მთელი ქვეყნის კონსტიტუციის, ნებისმიერი სტრიქონის ამოშლის და მისი ჩანაცვლების საფრთხე, ყველაფერი ცუდად იქნება“, - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.
ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ სიტუაციიდან მთავარი გამოსავალი არის ის, რომ ერთი პოლიტიკური სუბიექტი არ უნდა ფლობდეს საკონსტიტუციო უმრავლესობას.
„ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ იმას, რომ ვშორდებით ევროპული დემოკრატიის სტანდარტს და თუ წარმოჩნდა ჩვენი პარლამენტი ასეთი ერთპიროვნული მფლობელი ქართული კონსტიტუციის, შეგვიძლია მკაფიოდ დავასკვნათ, რომ ევროპული დემოკრატიის ნაცვლად დაისადგურა ბიძინოკრატიამ. ბიძინოკრატიაში როგორ შევძლებთ სხვადასხვა სიკეთის მოძიებას, ამას მომავალი გვიჩვენებს”, - აღნიშნა ექსპერტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.