მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, „თბილისიმარათონთან“ დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დილის 05:00 საათიდან 14:00 საათამდე დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, საქველმოქმედო გარბენი სტარტს დილის 10:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს. მარათონი დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ორ წრედ ჩატარდება.
აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით გადაიკეტება კრწანისის მოედანი - ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ორთაჭალჰესის მიმართულებით, მარცხენა სანაპიროზე;
მოძრაობა აიკრძალება თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით. ავტომანქანები იმოძრავებენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გმირთა მოედნის მიმართულებით;
გადაიკეტება თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის გამზირების კვეთა, მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმართულებით, ასევე, მიხეილ წინამძღვრიშვილის, დავით აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩები;
მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩის დასაწყისში, რუსთაველის გამზირსა და ყველა მიმდებარე ქუჩაზე.
მარათონის მიმდინარეობის დროს მძღოლები ისარგებლებენ შემდეგი მარშრუტებით:
სოლოლაკიდან გადაადგილება მოხდება ლადო ასათიანის, ოვანეს თუმანიანის და გორგასლის ქუჩების გავლით, საიდანაც ავტომანქანები ჩავლენ გორგასლის მოედანზე და მოძრაობას გააგრძელებენ ჯებირებით გაყოფილ გორგასლის ქუჩაზე, კრწანისის მოედნის მიმართულებით;
ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები გზას დანიელ ჭონქაძის ქუჩით გააგრძელებენ;
ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან ჩამოსული ავტომანქანების ნაკადი ჯებირებით გაყოფილ რუსთაველის გამზირზე მოძრაობას ფილარმონიის მიმართულებით გააგრძელებს;
ბარათაშვილის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე და მოძრაობას გააგრძელებს სასტუმრო „რედისონისკენ“, ვარდების რევოლუციის სახელობის მოედნის გავლით, სასურველი მიმართულებით;
უშანგი ჩხეიძის ქუჩიდან გამოსული ნაკადი იმოძრავებს ჯებირებით გაყოფილ გალაქტიონის ხიდზე, საიდანაც სვლას გააგრძელებს მარჯვენა სანაპიროზე, "ლაგუნა ვერეს" მიმართულებით.;
ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირო იუსტიციის სახლთან ჯებირებით გაიყოფა და ავტომანქანები იმოძრავებენ ბარათაშვლის ქუჩის მიმართულებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.