ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ გამგებლის მოადგილე ირაკლი ცეცხლაძესთან ერთად სოფელ დაგვაში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა აშენდა, რომელიც შშმ პირებისათვის ადაპტირებულია. საბავშვო ბაღში მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი და დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა.
ინფარსტრუქტურლი ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 355 770 ლრი დაიხარჯება. სამუშაოები ნოემბერში დასრულდება.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ კეთილმოეწყობა ეზო, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება და საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.