„ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისში არჩევნების მეორე ტურში ჩაერთვება. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აკაკი ბობოხიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურას აღარ ხსნის.
ბობოხიძის თქმით, თუ იმერეთის 11 დეპუტატი მხარს დაუჭერდა პარლამენტის ქუთაისში დარჩენას, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურში არ იბრძოლებდა, თუმცა მისი თქმით, ამ შეთავაზებას, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ბუნდოვანი განცხადებები მოჰყვა, ამიტომ ის და მისი გუნდის წევრები არჩევნების მეორე ტურში აქტიურად ჩაერთვებიან.
„გუშინ მოვისმინეთ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ბუნდოვანი განცხადება, რაც არაფერს ცვლის. მათი განცხადება არაა მთავარი და ვიცით, რომ გადაწყვეტილებას ერთი ადამიანი იღებს, რომლის გადაწყვეტილებაც კარგადაა ცნობილი. კობა ნარჩემაშვილმა იცრუა, როდესაც თქვა, რომ პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. დღის წესრიგშიც დგას და მხოლოდ კენჭისყრაღა დარჩა", -განაცხადა აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
აკაკი ბობოხიძემ გუშინ ქუთაისში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მზად იყო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი კანდიდატურა მოეხსნა, თუკი იმერეთში "ქართული ოცნების“ დეპუტატები განცხადებას გაავრცელებდნენ პარლამენტის ქუთაისში დატოვებასთან დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.