ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი ადასტურებს, რომ თბილისის ვიცე მერის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის განხილვა მიმდინარეობს.
ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა. კითხვაზე, შესაძლოა თუ არა იგი ვიცე მერის თანამდებობაზე ვიხილოთ, დიმიტრი ქუმსიშვილმა უპასუხა, რომ ეს შესაძლოა.
"შესაძლოა, განხილვები მიმდინარეობს", აღნიშნა ქუმსიშვილმა.
დავით ნარმანიამ ვიცე მერი ალექსანდრე მარგიშვილი თანამდებობიდან ერთი კვირის წინათ გაათავისუფლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.