ნინო გოგუაძე: როდესაც რუსეთს რაღაც უხარია და დათბობებზე საუბრობს, მთავარია ეს დათბობები საქართველოს სუვერენიტეტის ხარჯზე არ ხდებოდეს
20-10-2016, 07:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი წევრი ნინო გოგუაძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ როდესაც რუსეთს რაღაც უხარია, მთავარია ეს არ ხდებოდეს საქართველოს სუვერენიტეტისა და საქართველოს სახელმწიფოს ხარჯზე.

 

 

მისი თქმით, აღნიშნულ პროცესს ყურადღებით დააკვირდება და დაელოდება საქართველოს ხელისუფლების პასუხს ამ განცხადებაზე.

 

 

„როდესაც რუსეთს რაღაც უხარია და დათბობებზე ლაპარაკობს, მთავარია ეს დათბობები არ ხდებოდეს საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფოს ხარჯზე. მე ძალიან სიფრთხილით ვუყურებ ამ განცხადებას და დაველოდები როგორი პასუხი ექნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთავრობას. ეს ძალიან საფრთხილო პროცესია, რომელსაც ძალიან მკაფიოდ დავაკვირდებით“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,  რუსეთსა და საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ორივე მხარე დაინტერესებულია დიალოგის გაგრძელებით.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი