საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქართველ ავიამეთვალყურეებს ავიამეთვალყურის საერთაშორისო დღეს ულოცავს.
მისი თქმით, ეს არის პროფესია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მგზავრების სიცოცხლის უსაფრთხოებას.
„დღეს მსოფლიო ავიამეთვალყურის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს იმისთვის, რომ ყველას დაანახონ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროფესია ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ იშვიათი, მაგრამ უდიდესი მნიშვნელობის პროფესიით საქაერონავიგაციაში 130 ავიამეთვალყურეა დასაქმებული. მსურს მათ მივულოცო პროფესიული დღე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ფრენების უსაფრთხოებას, ეს არის პროფესია, რომელიც მოითხოვს მუდმივად დაძაბულ შრომას, ასევე განსაკუთრებულ ცოდნას. ავიამეთვალყურეების ცოდნის დონის მუდმივად ასამაღლებლად საქაერონავიგაცია მაქსიმუმს აკეთებს, რათა ისინი მეტი თავდაჯერებულობით გაუმკლავდნენ თანამედროვე, მრავალმხრივ და დიდი მასშტაბის გამოწვევებს. გვეამაყება, რომ ქართველი ავიამეთვალყურეების მისამართით, საერთაშორისო ორგანიზაციებს არცერთი შენიშვნა დღემდე არ დაუფიქსირებიათ. იმ ფონზე, რომ ბოლო წლებში იზრდება საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა, ქვეყანაში შენდება მცირე ზომის აეროდრომები, შემოდიან ახალი ავიაკომპანიები და ინიშნება ახალი ავიარეისები, უფრო საპატიო და მნიშვნელოვანი ხდება ეს პროფესია საქართველოს საავიაციო სფეროს უსაფრთხოებისთვის. კიდევ ერთხელ ვულოცავ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს, ვუსურვებ მშვიდობას და წარმატებებს”, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.