ნინო ბურჯანაძე: მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გაეცნონ ჩვენს პრეტენზიებსა და არგუმენტებს
20-10-2016, 08:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი  ნინო ბურჯანაძე საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს ხვდება.

 

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრების მიზანია, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გაეცნონ იმ დარღვევებს, რომლებსაც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდა ადგილი. ასევე პარტიის ცნობით, მათ მიეწოდათ ინფორმაცია იმ სასამართლო პროცესების თაობაზე, რომელზეც „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ბიულეტენების ხელახლა გადათვლის მოთხოვნაზე უარი მიიღეს.

 

 

„რა თქმა უნდა ის ფაქტი, რომ ჩვენ ვითხოვთ კანონის შესაბამისად ბიულეტენების გადათვლას, ხოლო ხელისუფლება კატეგორიულად გვეწინააღმდეგება, არგუმენტირებულ კითხვებს აჩენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გაეცნონ ჩვენს პრეტენზიებსა და არგუმენტებს, რომლებიც მე და ჩემს გუნდს გაგვაჩნია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი