თბილისის მეტროში 15:57 საათზე, სადგურ „ნაძალადევის“ მეორე ხაზზე ვაგონიდან გამოსულ შუახნის მამაკაცს, რომელმაც არ დაიცვა მგზავრობის უსაფრთხოების წესები, მოძრავი შემადგენლობა დაეჯახა.
ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისის ტრანსპორტის კომპანია“ ავრცელებს.
„თბილისის ტრანსპორტის კომპანიის“ ცნობით, მამაკაცს ადგილზე, დროულად აღმოუჩინეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მაგრამ სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
„ამ მომენტისათვის, თბილისის მეტრო მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება, გარდა „ნაძალადევის“ სადგურისა. ადგილზე, გამოძიების მიზნით, მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო", - აღნიშნულია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.