საკრებულოს თავმჯდომარე აპარატის ყოფილი ხელმღვანელის მარინა დათუკიშვილის იმ ბრალდებასაც გამოეხმაურა, რომელიც შიხიაშვილის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის არქონას ეხებოდა.
შიხიაშვილმა "ნაციონალურ მოძრაობას" თბილისის ბიუჯეტზე მუშაობისა და საკრებულოსთან სწორი ურთიერთობის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა. "მინდა, მივმართო "ნაციონალური მოძრაობის" მესვეურებს - ნაცვლად იმისა, რომ აკეთოთ საქმე, განიხილოთ თბილისის ბიუჯეტი და ფიქრობდეთ საკრებულოსთან სწორი კომუნიკაციის დამყარებაზე, დაკავებულნი ხართ ჩემი პირადი ბიოგრაფიის ქექვით. კიდევ ერთხელ მინდა, გამხილოთ მორიგ ტყუილში და გითხრათ, რომ ეს გახლავთ ჩემი დიმპლომი, რაც ადასტურებს ჩემს უფლებამოსილებას ვიკავებდე დღევანდელ თანამდებობას", - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.