მოსახლეობის სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე, გადასახადების გაზრდა არ იგეგმება, განუცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი რეკომენდაციის კომენტირებისას.
"ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ - თუ გავითვალისწინებთ იმ ფონს, რომლის გარშემოც ყალიბდება ახალი რეალობა, ფისკალური პოლიტიკა, ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ მოსახლეობის სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე გადასახადების გაზრდას არ ვაპირებთ. რაც შეეხება ხარჯებს, შემცირება შეეხება მხოლოდ მიმდინარე ხარჯებს, არ შეეხება არც კაპიტალურ და არც სოციალური ხარჯებს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
რაც შეეხება გეგმას, სად უნდა შემცირდეს კონკრეტულად ბიუჯეტი, ხადურმა აღნიშნა, რომ ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და ამ საკითხზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზეც იმსჯელებენ, საბოლოოდ კი ყველა სამინისტრო თავის წინადადებას წარადგენს ფინანსთა სამინისტროში და გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.