საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძე აირჩიეს
20-10-2016, 08:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ პლენუმმა ზაზა თავაძე აირჩია. მას პლენუმის 8 წევრიდან მხარი 5-მა დაუჭირა.

 

 

პლენუმის სხდომა დახურული იყო, ამიტომ უცნობია ვინ დაუჭირა მხარი თავაძის კანდიდატურას.

 

 

თავაძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების გასვლამდე 3 წელი და 7 თვე აქვს დარჩენილი, სწორედ ამ დროით იქნებს ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. 

 

 

რაც შეეხება ირინა იმერლიშვილს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ზაზა თავაძის კონკურენტი იყო, მან, შესაბამისად, დანარჩენი 3 ხმა მიიღო.

 

 

ზაზა თავაძე 1975 წლის 9 თებერვალს ზესტაფონში დაიბადა. დაამთავრა საქართველოს ღია ჰუმანიტარული ინსტიტუტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია (1996).  სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის  გერმანულენოვან მაგისტრატურაში(2001-2002).  ზაზა თავაძე 2010 წლის 30 მარტს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნა. პლენუმის მიერ პირველად 2010 წლის 15 ივნისს, მეორედ კი 2015 წლის 10 ივნისს არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ. 2008-2010 წლებში ზაზა თავაძე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2007 წლის მარტიდან 2008 წლის თებერვლამდე საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2004 წელს კი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 30 სექტემბერს ამოეწურა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი