მეტროსადგურ "ნაძალადევში" ბაქანზე მდგარ მამაკაცს, თავის არეში სავარაუდოდ, მოძრავი მატარებლის სარკე მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა
20-10-2016, 09:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მეტროში, სადგურ "ნაძალადევში" შუახნის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი უსაფრთხოების წესების დარღვევა გახდა. როგორც Guardian.ge-ს თვითმხილველმა განუცხადა, მამაკაცს, რომელიც მეტროში ბაქანზე იდგა, თავის არეში სავარაუდოდ, მოძრავი მატარებლის სარკე მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.

 


თვითმხილველის თქმით, შემთხვევა შუადღეს, დაახლოებით, 16:00 საათზე მოხდა. აღნიშნული ფაქტის გამო, მეტროს მუშაობა, დაახლოებით, 40 წუთის განმავლობაში შეფერხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟი.

 


მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან უკვე გადაასვენეს. მეტროპოლიტენის მოძრაობა აღდგენილია.

 

(ფოტო შემთხვევის ადგილიდან)

 

 

როგორც Guardian.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 


მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „თბილისის ტრანსპორტის კომპანიამ".

 


მათი ცნობით, მამაკაცს ადგილზე, დროულად აღმოუჩინეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მაგრამ სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

 


„ამ მომენტისათვის, თბილისის მეტრო მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება... თბილისის სატრანსპორტო კომპანია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი