„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის, მანანა კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევაში ხელისუფლება არ ჩარეულა, კანონით ეს უფლებამოსილება მოსამართლეებს გააჩნდათ.
მანანა კობახიძე იმედოვნებს, რომ ზაზა თავაძე ყველაფერს გააკეთებს, რომ ის შელახული იმიჯი, რაც უკავშირდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს და ქმედებებს, იყოს აღდგენილი.
„ჩვენ არანაირი კონკრეტული პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო უშუალოდ მოსამართლეების არჩევანზე დამოკიდებული. მე შემიძლია მხოლოდ მივულოცო და წარმატება ვუსურვო ახალ თავმჯდომარეს და იმედი ვიქონიო, რომ ყველაფერი გაკეთდება მისი მხრიდან იმისთვის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და ეფექტური საქმიანობა იყოს უზრუნველყოფილი და ის შელახული იმიჯი, რაც უკავშირდებოდა პაპუაშვილის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, ქმედებებს, იყოს აღდგენილი.
კითხვის დასმა ასე, ვისი კანდიდატი იყო ის, სრულიად არასწორია, რადგან ხელისუფლება არ ჩარეულა, ვერც ჩაერეოდა, კანონით ეს უფლებამოსილება გააჩნდათ სწორედ მოსამართლეებს. ხელისუფლების არც ერთი შტო, არც პარლამენტი, არც პრეზიდენტი, მით უმეტეს მთავრობა, არ ერევა ამ საკითხში და ეს არის მოსამართლეთა გადასაწყვეტი. ეს არჩევანი პროცედურის და კანონის დაცვით განხორციელდა“, - განაცხადა კობახიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ პლენუმმა ზაზა თავაძე აირჩია. მას პლენუმის 8 წევრიდან მხარი 5-მა დაუჭირა. თავაძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების გასვლამდე 3 წელი და 7 თვე აქვს დარჩენილი, სწორედ ამ დროით იქნება ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.