ზაზა თავაძე: პრიორიტეტები იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის მიმართ ადეკვატური რეაგირება
20-10-2016, 10:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად არჩეული თავმჯდომარის, ზაზა თავაძის განცხადებით, მისთვის პრიორიტეტი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის მიმართ ადეკვატური რეაგირება.

 

 

ამის შესახებ თავაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

მან მადლობა გადაუხადა პლენუმის წევრებს, რომლებმაც მას მხარი დაუჭირეს.

 

 

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ წევრს, რომლებმაც გამომიცხადეს ძალიან დიდი ნდობა. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და იმავდროულად ძალიან დიდი პატივი. რაც შეეხება იმას, თუ რა იქნება პრიორიტეტები, რა თქმა უნდა პრიორიტეტები იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის მიმართ ადეკვატური რეაგირება. ვგულისხმობ, არსებული საქმეების რაოდენობას, რომელსაც სჭირდება რაც შეიძლება სწრაფად მიხედვა, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის გარანტირებული დაცვა“, - აღნიშნა ზაზა თავაძემ.

 

 

ზაზა თავაძეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 8 წევრიდან მხარი 5-მა დაუჭირა. მას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების გასვლამდე 3 წელი და 7 თვე აქვს დარჩენილი, სწორედ ამ დროით იქნება ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. ზაზა თავაძემ ამ პოსტზე გიორგი პაპუაშვილი შეცვალა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი