შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, შსს იღებს პასუხისმგებლობას, რომ არჩევნების მეორე ტური ჩაივლის მშვიდ გარემოში.
მისივე თქმით, კენჭისყრის დასრულების შემდეგაც, პოლიცია დაიცავს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიას.
„წინა პროცესისგან განსხვავებით, აქ უკვე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა როგორც კენჭისყრის პროცესს, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ხმების დათვლის პროცესსაც. პოლიცია დაიცავს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიას კენჭისყრის დასრულების შემდეგაც და ჩვენი მოქმედება იქნება უფრო აქტიური და უფრო მეტი პოლიციელი იქნება მობილიზებული", - განაცხადა ხუციშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.