ბარაქ ობამას განცხადებით, დონალდ ტრამპის დაჟინება, რომ მან შესაძლოა არ აღიაროს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, „სახიფათოა“
21-10-2016, 00:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპის დაჟინება, რომ მან შესაძლოა არ აღიაროს არჩევნების შედეგები, „სახიფათოა“.

 


BBC -ის ცნობით, მაიამიში „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა თქვა, რომ ტრამპის კომენტარებმა შეასუსტა ამერიკული დემოკრატია.

 


ოთხშაბათს, საბოლოო, მე-3 საპრეზიდენტო დებატებისას, „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან შესაძლოა უარი თქვას შეერთებული შტატების 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე, თუკი ის წააგებს.

 


მოგვიანებით მან განაცხადა, რომ იგი აღიარებს „გამჭვირვალე“ შედეგებს, მაგრამ სადავო საკითხი ღიად დატოვა.

 


ხუთშაბათს, ოჰაიოში საუბრისას ტრამპმა თქვა: „მინდა შეგპირდეთ და პირობა მოგცეთ ყველა ჩემს ამომრჩეველსა და მხარდამჭერს და შეერთებული შტატების თითოეულ ადამიანს, რომ სრულად მივიღებ შედეგებს ამ დიდი და ისტორიული საპრეზიდენტო არჩევნების, თუკი მე გავიმარჯვებ“.

 


ამავე სიტყვაში მან აღნიშნა, რომ იგი მიიღებს გამჭვირვალე არჩევნების შედეგებს, მაგრამ დაიტოვა უფლება, იმოქმედოს კანონიერი გზით, თუ საეჭვო მდგომარეობა იქნება.

 

 

ტრამპის აღნიშნული სიტყვის წარმოთქმიდან რამდენიმე საათის შემდეგ პრეზიდენტმა ობამამ თქვა, რომ ხალხის გონებაში შეერთებული შტატების არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ ეჭვის ჭიების გაჩენის მცდელობა, ქვეყნის მტრების გაძლიერებას ემსახურება.

 

 

„თქვენ ჩვენი მტრების სამუშაოს ასრულებთ, რადგან ჩვენი დემოკრატია დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, რომელთაც იციან, რომ მათ ხმას მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ობამამ.

 

 

ტრამპის განცხადება, რომ შესაძლოა მან არ აღიაროს არჩევნები, მისსავე პარტიაშიც ბევრმა მკაცრად გააკრიტიკა.

 

 

რამდენიმე დღეა ტრამპი ამტკიცებს, რომ არჩევნები მის წინააღმდეგ გაყალბდება და ამაში გამოყენებული იქნება მიკერძოებული მედია და ამომრჩევლის ხმის მოპარვა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი