საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, აღდგება თუ არა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა, ნოემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას იზორიამ განმარტა, დაგეგმილია კომისიის გაფართოებული სხდომა, ასევე შეხვედრები გაიმართება ექსპერტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც უწყების სამომავლო გეგმები დეტალურად გახდება ცნობილი.
„მე საზოგადოებას დავპირდი, რომ ოქტომბრის თვეში დავიწყებდით დისკუსიას იმ სტრატეგიის შესახებ, რომელიც მომზადებული გვაქვს. მომავალ კვირას უკვე დაგეგმილია კომისიის გაფართოებული სხდომა. შეხვედრები გაიმართება ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ნოემბრის დასაწყისში საზოგადოებას წარვუდგენთ 100 დღის მუშაობის ანგარიშს, ასევე მომავალი საქმიანობის შესახებ კონკრეტულ გეგმებს, მათ შორის წვევამდელთა გაწვევის საკითხზე," - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტრომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა შეაჩერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.