სამართალდამცავებმა, ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
"შსს-ს ქვემო ქართლის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ო. ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ეკოლის“ მოდელის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.ო. აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოში ჩამოვიდა და რუსთავში, ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდა. ბრალდებულმა ბათუმში მდებარე სავალუტო ჯიხურზე თავდასხმა დაგეგმა, მაგრამ სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, განზრახვა ვეღარ განახორციელა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გამოძიება ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლით მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.