„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სამუშიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ არჩეული ზაზა თავაძე არის იმ მოსამართლეთაგანი, რომელმაც ორჯერ ჩაშალა „კაბელების საქმის“ განხილვა.
თუმცა, ლევან სამუშია იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლების ზეწოლისაგან გათავისუფლდება.
„შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის თავზე ცისფერი კვამლი ამოვიდა, რადგან ბატონი თავაძე არის იმ მოსამართლეთაგანი, რომლმაც ორჯერ ჩაშალა „კაბელების საქმის“ განხილვა. თავაძე დებს პირობას, რომ იქნება ობიექტური. მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი, თუმცა მაქვს იმედი, რომ ჩემი განწყობა არ გამართლდება და საკონსტიტუციო სასამართლო გათავისუფლდება ხელისუფლების ზეწოლისაგან. სამწუხაროდ, ვხედავთ რა ვითარებაა საერთო სასამართლოების თვალსაზრისით. სკეპტიციზმს ასევე აჩენს ხელისუფლების ინტერესი საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებაში”, - განაცხადა სამუშიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ პლენუმმა ზაზა თავაძე გუშინ აირჩია. მას პლენუმის 8 წევრიდან 5-მა დაუჭირა მხარი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.