მუხიანისა და გლდანის 22-ე საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან კობერიძის განცხადებით, რომ არა „ნაციონალური მოძრაობა“, დღეს პარლამენტში სამის ნაცვლად შვიდი პარტია შევიდოდა, მათ შორის „თავისუფალი დემოკრატები“, „დემოკრატიული მოძრაობა“ და „სახელმწიფო ხალხისთვის“.
კობერიძის თქმით, ამის გათვალისწინებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლობა პარლამენტში გაცილებით დაბალი იქნებოდა და „საკონსტიტუციო უმრავლესობის თემა საერთოდ ჩახსნილი იქნებოდა“.
„საერთოდ, რა კომისიაზე ვსაუბრობთ, როცა საპარლამენტო არჩევნები ჯერ არ დამთავრებულა. მას მერე, რაც პარლამენტი შეიკრიბება, შეიქმნება კომისია, რომელიც გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე მიიღებს. ვერ ვხედავ საჭიროებას, ხელოვნური მექანიზმები მოვიგონოთ. ოპონენტებსაც და ჩვენს ამომრჩეველსაც შევახსენებ, რომ წინ არჩევნების მეორე ტურია, რომელშიც მოსახლეობას ვთხოვ, იგივე აქტივობით მიიღოს მონაწილეობა.
თუმცა განსაკუთრებით ირონიულია, „ნაციონალური მოძრაობისგან“ ვისმინოთ შეფასება, რომ ერთი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება დემოკრატიასთან შეუთავსებელია. რატომღაც, დღეს არავის ახსენდება, რომ მრავალპარტიულობა პარლამენტში სწორედ „ქართული ოცნების“ ინტერესი იყო. ამ თემაზე მუშაობა პრემიერ მინისტრის დონეზე მიდიოდა მთელ ოპოზიციურ სპექტრთან. ჩვენი გუნდი სთავაზობდა ოპოზიციას, საარჩევნო ბარიერი 3%-მდე დაგვეწია და სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩადგა ბოიკოტის რეჟიმში და ჩაშალა ეს პროცესი. დღეს კი სწორედ ისინი ვიშვიშებენ, რომ პარლამენტში სამ ძალაზე მეტი არაა წარმოდგენილი. ეს წარსულის პარტია სხვადასხვა თემებით სპეკულირებს და ცდილობს, ასე დარჩეს პოლიტიკური ტივტივის რეჟიმში.
რომ არა „ნაციონალური მოძრაობა“, დღეს პარლამენტში სამის ნაცვლად შვიდი პარტია შევიდოდა, მათ შორის ირაკლი ალასანიას, შალვა ნათელაშვილის, პაატა ბურჭულაძისა და ნინო ბურჯანაძის პარტიები, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლობა პარლამენტში გაცილებით დაბალი იქნებოდა და საკონსტიტუციო უმრავლესობის თემა საერთოდ ჩახსნილი იქნებოდა“, -განაცხადა ლევან კობერიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.