მარტვილის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი პროექტებსა და ღონისძიებებს საქართველოს მასშტაბით ახორციელებს
21-10-2016, 02:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ყურუა Guardian.ge-ს იმ პროექტებსა და ღონისძიებებზე ესაუბრა, რომელსაც ცენტრი არამარტო მარტვილის მუნიციპალიტეტის, არამედ საქართველოს რეგიონების ჩართულობით ახორციელებს.

 

 

გიორგი ყურუას განცხადებით, ცენტრის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს, ადგილზე მოქმედ სხვადასხვა ქორეოგრაფიულ თუ ფოლკლორულ ანსამბლებს აქვთ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ, როგორც მარტვილის ადმინისტრაციულ ფარგლებში გამართულ ფესტივალებში, ისე სხვადასხვა რეგიონების ღონისძიებებშიც.

 

 

როგორც Guardian.ge-ს ყურუამ განუცხადა, კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრი აქტიურად არის ჩართული ყველა ღონისძიებაში. იგი მარტვილის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს ცენტრთან აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

 

 

ცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მიმდინარე წელი, კულტურული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით, ნაყოფიერი იყო. ყურუა სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და ყველა დაინტერესებულ პირს სრულ მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს.

 

 

„მე როგორც ამ ცენტრის ხელმძღვანელი, ვიღებ იმ გამოწვევებს, რაც არის მთლიანად მუნიციპალიტეტში. იმ არსებული რეალობიდან გამომდინარე, იმ შესაძლებლობიდან და ფინანსური მხარდაჭერიდან გამომდინარე, რაც ცენტრს გააჩნია, მაქსიმალურად შევეცდებით რომ ყველა რესურსი თანაბრად გადავანაწილოთ ყველა მიმართულებაზე, რომ ყველას მიეცეს განვითარების საშუალება. არ გვინდა, რომ ვინმეს დარჩეს განცდა, რომ რამე არის პრიორიტეტულად მიჩნეული და რომელიმე სფეროს უყურადღებოდ ვტოვებთ. გვინდა, ყველამ შეძლოს თავისი თავისა და შემოქმედების რეალიზება - ეს იქნება ხატვა, ქარგვა, ქსოვა, ფოლკლორი, ქორეოგრაფია. ცენტრი გეგმავს ბევრ ღონისძიებას. ამ ღონისძიებების დაგეგმვისა და ბიუჯეტის განსაზღვრის პროცესში ყველა ღებულობს მონაწილეობას. ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ყველას შეუძლია მოგვმართოს პროექტებით, იდეებით, ინიციატივებით“, - აცხადებს გიორგი ყურუა.

  


მისი თქმით, წელს გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართა, რასაც მარტვილის მუნიციპალიტეტში სისტემატური ხასიათი აქვს და რაც დიდი ქართველი პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების უკეთ გაცნობის მეტ საშუალებას იძლევა.

 

 

 

 

„ყოველწლიურად იგეგმება და იმართება გალაკტიონობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არა ვიწრო წრეში, როგორც ადრე ტარდებოდა, არამედ უფრო ფართო მასშტაბებით გავაკეთოთ ეს ღონისძიება მომავალში. წელსაც ასე ჩატარდა, რათა დაინტერესება ახალგაზრდების მხრიდან უფრო მეტი ყოფილიყო. ზოგადად, ვფიქრობთ, რომ პოეზია არის ძალზედ მნიშვნელოვანი, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ახალგაზრდების ჩამოყალიბების ერთ-ერთი მიმართულება. მნიშვნელოვანია დაინტერესება ახალგაზრდების, რომ ჩაერთონ ამ პროცესში უფრო ღრმად და გაეცნონ არამარტო გალაკტიონის ცხოვრებას, მის შემოქმედებას, არამედ ყველა ქართველი პოეტის და ასე ვთქვათ, თავიანთი შეხედულებები, თავიანთი მოსაზრებები ყოველივე ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ იყოს გამოხატული დასწრების ფორმატში. შეზღუდვა არ არსებობს, არც ასაკობრივი ცენზია. როგორც ახალგაზრდებს, ასევე ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება იმისა, რომ მსგავს ღონისძიებებს დაესწროს და გაიგოს ამ პოეტისა და მისი ისტორიის შესახებ“, - განაცხადა გიორგი ყურუამ.

 

 

კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მარტვილმა წელს ასევე კამერული მუსიკის ფესტივალს უმასპინძლა. იგი მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში მსგავსი საერთაშორისო ფესტივალების ჩატარება, ვინაიდან, ბოლო წლების განმავლობაში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მიმართ, ტურისტული თვალსაზრისით, ინტერესი გაიზარდა.

 

 

„ჩვენს ძალიან ბევრ უცხოელ მეგობარს გაუჩნდა სურვილი გაეცნონ მარტვილის კულტურულ შემოქმედებას. არა მხოლოდ მარტვილში, არამედ ზოგადად საქართველოში ეს სფერო, ასე ვთქვათ, პრობლემატურია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იქნება, მოწვეული სტუმარი თუ უბრალოდ დაინტერესებული პირი, ყველანაირი პირობა შევუქმნათ, რომ ჩამობრძანდნენ მარტვილში, დაესწრონ ამ ფესტივალს, გაეცნონ კამერულ მუსიკას“, - აცხადებს ყურუა.

 

 

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, როდესაც ღონისძიება ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებს გარეთ იმართება, მუნიციპალიტეტიდან წასული ანსამბლების ფინანსურ მხარდაჭერასა და მთლიანად საკონცერტო ნომრების ორგანიზებას ცენტრი უზრუნველყოფს.

 

 

„მომავალი წლიდან დაიგეგმება გასვლითი ღონისძიებები აუცილებლად, ვინაიდან ამ ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ინტერესი მოზარდებისა და ახალგაზრდების მხრიდან უფრო მეტია, როდესაც ადმინისტრაციულ ფარგლებს მიღმა ტარდება ეს ყველაფერი, სხვა დატვირთვა აქვს ამას. ახალგაზრდები ერთმანეთს გაიცნობენ, ეკონტაქტებიან და შეხედულებებს ცვლიან. აქედან გამომდინარე, პირველი ამოცანა ჩვენი რაც არის, არის ის, რომ მაქსიმალური ჩართულობა ვუზრუნველვყოთ მუნიცპალიტეტის ახალგაზრდების.

 

 

გასვლითი ღონისძიებები რამდენიმე თვის წინათ გვქონდა ზუგდიდში, ბათუმში. ჩვენი ცენტრი უზრუნველყოფს რესურსის მოძიებას, კონკრეტული ღონისძიების დაგეგმვას, ასევე ფინანსურ მხადაჭერაზე ვფიქრობთ, ეს იქნება გადაადგილების კუთხით თუ ცხოვრება და ა.შ. ამ ყველაფერს ცენტრი უზრუნველყოს. ამით გვინდა, ჩვენს ახალგაზრდებს მოტივაცია გაეზარდოთ. მოგეხსენებათ, რომ ყველა ოჯახს აქვს თავისებურად პრობლემა, მით უფრო მუნიციპალიტეტში შემოსავალი ნაკლები აქვთ ადამიანებს და ახალგაზრდები ვერ ახერხებენ გასვლით ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას. ან თუ ახერხებენ, ამ შემთხვევაში, თვითონ ოჯახებს უწევთ უზრუნველყოფა ამ ყველაფრის. რაც შეეხება, ჩვენს ცენტრს, შექმნის დღიდან, მოახერხა ის, რომ წინასწარ გაეთვალისწინებინა მსგავსი ღონისძიებების შემთხვევაში, მონაწილეთა ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი ყოფილიყო ჩვენი სახსრებით.

 

 

 


ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასვლითი ღონისძიება იყო ბათუმში, ანიმაციური ფილმების ფესტივალზე - „თოფუზი“. ამ ფესტივალის შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა ცენტრში არსებულ სამხატვრო წრეს, რომელსაც კობა კუპრავა ხელმძღვანელობს. ეს არის თვითნასწავლი მხატვარი, რომელიც მოვიდა ჩვენთან თხოვნით, რომ მიგვეცა საშუალება, რომ თავისი შესაძლებლობების რეალიზება მოეხდინა და დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ხატვა ესწავლებინა. ჩვენ შევუქმენით პირობები, ავიყვანეთ შტატში, გამოვუყავით ფართი, სადაც ის შეძლებს რომ ნებისმიერი დაინტერესებული ახალგაზრდა მიიღოს და შეასწავლოს ხატვა. ჩვენ ასევე გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ მას საჭირო ინვენტარი შევუძინოთ.

 


ცენტრს ნოემბერში აქვს დაგეგმილი შესარჩევი ტურის ჩატარება ამა თუ იმ ჯგუფებთან მიმართებაში, ვინაიდან დაახლოებით, 120 ბავშვია ხატვის წრეში. ჟიურის დახმარებით, მოხდება შერჩევა ყველა იმ ახალგაზრდის, რომელსაც მომავალში პერსპექტივა ექნება ხატვის კუთხით. ასე რომ, „თოფუზში“ მიიღეს მონაწილეობა სამხატვრო წრის წარმომადგენლებმა, სულ 6 მონაწილე იყო. ბათუმში ცენტრმა უზრუნველყო სასტუმროსა და ტრანსპორტირების ხარჯები“, - განაცხადა გიორგი ყურუამ.

 

 

მისი ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში შეიქმნა მოზარდ მაყურებელთა თეატრალური დასი, რომელიც „ძალიან წარმატებული აღმოჩნდა“. დაიდგა სპექტაკლი „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, რომელმაც თბილისის ათონელის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და გრანპრი მოიპოვა.

 

 

 

 

ყურუას განცხადებით, ცენტრი ასევე მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით შშმ პირებისთვის. „შტატში ავიყვანეთ შშმ პირი, რომელიც უშუალოდ კოორდინაციას უწევს მსგავს პირებს, რომ ჩაერთონ ყველა იმ პროექტში, რომელშიც ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას. მივიჩნევთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს შშმ პირების სტატუსი გააჩნიათ, მათ ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვთ და ძალიან ბევრს ვსწავლობთ მათგან“, - დასძინა გიორგი ყურუამ.

 

 

მარტვილის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი უახლოეს მომავალში ფოლკლორული ფესტივალის ჩატარებას გეგმავს. ყურუას თქმით, აღნიშნული ღონისძიების გამართვა დაგეგმილი იყო არამარტო მუნიციპალიტეტის, არამედ საქართველოს მასშტაბით, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ საარჩევნო პერიოდი დაემთხვა, ფესტივალი ამჯერად მხოლოდ მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაიმართება. მომავალი წლის მაისში კი, მარტვილში ფოლკლორულ ფესტივალი, „ჭყონდიდი“ ჩატარდება, რომელიც მიეძღვნება ახალგაზრდა ქორეოგრაფის, გიორგი წივწივაძის ხსოვნას. მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება ასევე მარტვილში 24 ოქტომბერს, 17:00 საათზე. დაგეგმილია ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიციის შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" წარმოდგენის ჩატარება. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი საქველმოქმედო პროექტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 

 


„მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მიდგომა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ პირველივე დღიდან დაარსებისა, განვაცხადეთ, რომ ჩვენი ცენტრი ღიაა აბსოლუტურად ყველასთვის, ყველა დაინტერესებული პირისთვის. მათ შეუძლიათ მოგვმართონ, მოვიდნენ, ჩაერთონ ყველა იმ შემოქმედებით პროცესში, რომელიც შემდგომ ფართო საზოგადოებისთვის იქნება წარდგენილი“, - განაცხადა გიორგი ყურუამ Guardian.ge-სთან საუბარში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი