„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, რუსეთთან ეკონომიკისა თუ ჰუმანიტარული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას ოკუპაცია აფერხებს, თუმცა, მისი თქმით, მომავალში მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს უამრავი პოლიტიკური თემა.
„ეკონომიკის, სოციალური ურთიერთობების გაღრმავება გაფართოება ან ინტესიფიკაცია არის დამოკიდებული ორივე მხარის კეთილ ნებაზე, მაგრამ ყველაფერს ამას ჩარჩოში აქცევს, წითელ ხაზებს ავლებს ოკუპაციის საკითხი, თუმცა ურთიერთობების გაფართოება თუ განმტკიცება, მათ შორის ეკონომიკურის, ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ მომავალში ასე თუ ისე მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადავწყვიტოთ უამრავი პოლიტიკური თემა“, - აცხადებს გია ვოლსკი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.