თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, მისი უწყება საჰაერო თავდაცვის მიმართულებით ექსპერტებთან თანამშრომლობას წლის ბოლოს გეგმავს.
მისი თქმით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ეს კომპონენტი ფრანგულ მხარეს აქვს აღებული, რომ ამ მიმართულებით დახმარება გაუწიოს საქართველოს.
ამის შესახებ იზორიამ ჟურნალისტის კითხვის - „რა ხდება საფრანგეთთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების ირგვლივ?“- საპასუხოდ განაცხადა.
„ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენი ახალი სტრატეგიის. სტრატეგია ეფუძნება თავდაცვის კომპონენტს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ გახლავთ საჰაერო თავდაცვა. ჩვენ პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ეს კომპონენტი სწორედ ფრანგულ მხარეს აქვს აღებული, რომ ამ მიმართულებით დახმარება გაუწიოს საქართველოს. ჩვენ წლის ბოლოს ვგეგმავთ ექსპერტებთან ამ მიმართულებით თანამშრომლობას, ბუნებრივია, საზოგადოება მეტ დეტალებს მუშაობის პროცესში მიიღებს“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.