თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ირაკლი აბესაძის თქმით, დავით ნარმანიამ და მისმა მთავრობამ ვერ შეძლო ვერცერთი პრობლემის გადაწყვეტა და ამიტომ დედაქალაქის მერიაში ასპარეზი კომპეტენტურ კადრებს უნდა მიეცეთ.
„ერთადერთი რაც მათ წამრატებით განახორციელეს, ესაა საკუთარი ნათესავებისა და მეგობრების დასაქმება. მხოლოდ მარგიშვილის ჩანაცვლება ივანიშვილის კადრით, ქუმსიშვილით, ვერაფერს შეცვლის და სასიკეთოს ვერაფერს მოუტანს დედაქალაქის მთავრობას და რაც მთავარია, თბილისელებს. ამიტომ დაჟინებით მოვითხოვთ, გადადგეს თბილისის უუნარო მთავრობა, რომელმაც 6 თვის განმავლობაში, უბრალოდ, ორმოების ამოვსებაც კი ვერ შეძლო დედაქალაქში და, მთავრობა ახალი, კვალიფიციური, კომპეტენტური კადრებით დაკომპლექტდეს.
ნარმანიას მოუწევს შეელიოს თავის მთავრობას და მოუწევს ახალი კადრების მოძებნა, არა თავის ნათესავებსა და მეგობრებში, არამედ ჯანსაღი კონკურსის შედეგად,“ განუცხადა ჟურნალისტებს აბესაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.