ჩვენი ღირსების საქმეა, ვიყოთ თავდაცვითი მზადყოფნის ისეთ დონეზე, რომ არავის გაუჩნდეს სურვილი, თავს დაესხას ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ახლახალ აქედან გავაცილეთ ბიჭები ავღანეთში და მახსოვს, მაშინ ამერიკის ელჩმა ბრძანა, რომ ამ ბიჭებთან მთელი მსოფლიო ვალშია, რადგან ისინი არიან პროფესიონალები, ღირსეული ჯარისკაცები და ჩვენი ღირსების საქმეა, ვიყოთ თავდაცვითი მზადყოფნის ისეთ დონეზე, რომ არავის გაუჩნდეს სურვილი, თავს დაესხას ჩვენს ქვეყანას. ყველაზე კარგი პრევენცია არის ის, რომ ჩვენი მზადყოფნის დონე იყოს მაღალი, ჩვენ ამ მიზნით მომავალი წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვიწყებთ საქართველოს მზადყოფნის პროგრამას და მეოთხე მექანიზებული ბრიგადა ამ წვრთნებში იქნება ჩართული“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მე-4 მექანიზებული ბრიგადის დაარსებიდან 25 წლის იუბილე იზეიმეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.