პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შპს G & A GROUP-ის საწარმოს ეწვია, რომელმაც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალი ბაზრების ათვისება შეძლო.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობის მართვა და გაყინული ხორცპროდუქტების, ასევე თევზის იმპორტი წარმოადგენდა, ხოლო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანიამ ნახევარფაბრიკატებისა და თევზეულის წარმოებაც შეძლო.
საწარმო, სადაც ამჟამად 70 ადამიანია დასაქმებული, ყოველთვიურად 15-20 ტონა ნახევარფაბრიკატსა და თევზს აწარმოებს, ხოლო სულ რაღაც 6 თვეში კომპანია წარმოების ზრდას გეგმავს, კერძოდ, თვეში პროდუქციის წარმადობა 100 ტონამდე გაიზრდება.
პირველ ვიცე პრემიერთან ერთად, საწარმო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა და ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
შპს G & A GROUP-ი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3,900,000 ლარს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.